
“აბიტურიენტი ვიყავი. რეპეტიტორიდან ვბრუნდებოდი. სახლისკენ რომ ჩამოვუხვიე შევამჩნიე, პატარა ბავშვი მომყვებოდა გვერდით. თავიდან ქალიც დავინახე, ვიფიქრე რომ დედამისი იყო. სულ ყურსასმენებით დავდივარ და დიდად არ მიმიქცევია ყურადღება. ბოლოს ბავშვი მოვიდა, მხარზე ხელი დამადო. ყურსასმენი რომ მოვიხსენი მითხრა, უკან რომ კაცი მოდის თავისი სასქესო ორგანო დამანახა და მეშინიაო.
ეს გოგონა დაახლოებით 7 წლის იქნებოდა. უკან გავიხედე და კაცი მართლაც იდგა, დაჟინებული მზერით გვიყურებდა. გაკვირვებული იყო, არ ეგონა ეს ბავშვი თუ ვინმეს რამეს ეტყოდა. ცეკვაზე მიდიოდა და მარტო იყო. შემეშინდა, მაგრამ თან ისე გავბრაზდი, არ დავუშვებდი ამ ბავშვისთვის რამე დაეშავებინა.
ის კაცი მალევე გაუჩინარდა. გოგონა ცეკვაზე მივაცილე, მასწავლებელს ვთხოვე, რომ მხოლოდ მშობელთან ერთად გაეშცა სახლში. ახლაც სრული სიცხადით მახსოვს ყველა კადრი და ისევ თავიდან ვბრაზდები, როცა ვიაზრებ, პატარა გოგონებს ასეთი ამბების გადატანა რომ უწევთ.”
საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ. მოქმედების დროა!
#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ (Embassy of the Netherlands in Georgia). გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას.
