აბორტი:

#შეიmeცნე

აბორტი სამედიცინო ჩარევაა, რომელიც ორსულობის შეწყვეტის მიზნით ტარდება. საქართველოს კანონმდებლობით, აბორტის ჩატარება შესაძლებელია ორსულობის 12 კვირის ჩათვლით. 12 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შემთხვევაში.
ორსულობის შეწყვეტის მიზნით გამოიყენება აბორტის ორი მეთოდი: მედიკამენტური და ქირურგიული.
მედიკამენტური მეთოდი გულისხმობს ორსულობის შეწყვეტას მედიკამენტური საშუალებების გამოყენებით;
ქირურგიული მეთოდი კი გულისხმობს ორსულობის შეწყვეტას ოპერაციის გზით. ქირურგიული აბორტი შესაძლებელია ჩატარდეს ადგილობრივი ანესთეზიით (ასევე, შესაძლებელია ნარკოზის გამოყენებაც)
ორსულობის ვადების, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შეხედულებების გათვალისწინებით, ექიმი თავად წყვეტს, აბორტის რომელი მეთოდის ჩატარებაა ხელსაყრელი.
საზოგადოებაში გავრცელებული მითების მიუხედავად, დადგენილია, რომ აბორტის გაკეთება არ ზრდის ძუძუს კიბოს გაჩენის რისკს, არ იწვევს დეპრესიას ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. აბორტი ასევე არ იწვევს უნაყოფობას და სრულებით შესაძლებელია აბორტის მერე მალევე დაორსულება (თუ არ არსებობს რამე სამედიცინო პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც აბორტის გაკეთებამდეც არსებობდა).
აბორტის შესახებ გადაწყვეტილებას ორსული იღებს და არავის აქვს უფლება, განსაჯოს მისი არჩევანი.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.