
ადამიანები, რომლებიც თმის წინააღმდეგნი არიან, ხშირად თავიანთ დამოკიდებულებას იმით ამართლებენ, რომ თმა არაჰიგიენურია. არის თუ არა ეს რეალურად ასე? განვიხილოთ ბოქვენზე თმა და მისი დადებითი მხარეები:
1. ბოქვენზე თმა შეიძლება მეტად ჰიგიენურიც იყოს, რადგან ის ერთგვარად “იჭერს” და “აკავებს” ბაქტერიების ვაგინაში შესვლას, რითაც ხელს უშლის ისეთი ინფექციების წარმოქმნას როგორიცაა საშარდე გზებისა და სოკოს ინფექციები. როგორც თვალებზე წამწამები აკავებენ მტვრის ნაწილაკებს.
2. ბოქვენის თმა ასევე ამცირებს ხახუნს, რითაც იცავს მგრძნობიარე კანს გენიტალიების გარშემო. შეიძლება ეწოდოს “მშრალი ლუბრიკანტი”.
3. ბოქვენზე თმამ შეიძლება გაზარდოს აგზნება სასქესო ორგანოების სითბოს შენარჩუნებით, რითაც იზრდება სისხლის ნაკადი – ეს კი აუცილებელია სექსუალური აღგზნებისთვის.
4. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჰიგიენურია, თუ სწორად და რეგულარულად დაიბანთ, ცხიმისა და ოფლის მოსაშორებლად. თუ ამას აკეთებთ, მაშინ არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ბოქვენის თმა არაჰიგიენური იყოს!
გახსოვდეთ, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია თმას მოიშორებთ თუ არა და არაჰიგიენური არც ერთ შემთხვევაში იქნებით.
ილუსტრაცია: @handsomegirldesigns
