ავღანელი ქალები და გოგონები: “ის, რაც დღეს ავღანეთში ხდება, ამ ქვეყანას 200 წლით უკან დააბრუნებს” – Mahbooba Seraj (ავღანეთის ქალთა ქსელის დამფუძნებელი)
#FemFacts

ავღანელი ქალები, რომლებიც მუშაობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჟურნალისტიკა, ჯანდაცვა და სამართალდამცავი ორგანოები დაიღუპნენ თავდასხმების ტალღაში მას შემდეგ, რაც შარშან დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები თალიბანსა და აშშ-ს მხარდაჭერით ავღანეთის მთავრობას შორის. (Reuters) ადრე, თალიბანის მმართველობის პირობებში, ქალებს ეკრძალებოდათ მუშაობა, სკოლაში სიარული და ზოგჯერ არც სახლების დატოვების უფლება ჰქონდათ მამაკაცი მეურვის თანხლების გარეშე. ბევრი ქალი გარბის ან იმალება სიცოცხლის გადასარჩენად.

ქალთა სამუშაოები: ქალებს უკვე აიძულებენ სამსახურიდან წასვლას. Kandahar-ის ბანკში მომუშავე 9 ქალს დაევალა სამსახურიდან წასვლა. მათ უთხრეს, რომ შეუძლიათ თავიანთი ოჯახის წევრების სამსახურში გაგზავნა. მსგავსი ინციდენტი მოხდა სხვა ბანკში 3 დღის შემდეგ.

გოგონათა განათლება : ქალ სტუდენტებსა და პროფესორებს თალიბმა სამხედროებმა აუკრძალეს ჰერატის უნივერსიტეტში შესვლა, ხოლო ბიჭებსა და კაცებს ამ ყოველივეს უფლება აქვთ.

ქალები ჟურნალისტიკაში: “ორი დღის წინ იძულებული გავხდი დამეტოვებინა ჩემი სახლი და ცხოვრება ავღანეთის ჩრდილოეთით, მას შემდეგ რაც თალიბებმა დაიკავეს ჩემი ქალაქი. მე ჯერ კიდევ გავრბივარ და წასასვლელად უსაფრთხო ადგილი არ მაქვს. გასულ კვირას ახალი ამბების ჟურნალისტი ვიყავი. ახლა კი ჩემი სახელით არც წერა შემიძლია და არც იმის თქმა, თუ საიდან ვარ ან სად ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება რამდენიმე დღეში გაქრა.” – ანონიმური (The Guardian)

იძულებითი ქორწინება: “ყველა იმამმა და მოლამ დაკავებულ რაიონებში უნდა წარუდგინოს თალიბანს 15 წელს ზემოთ გოგონებისა და 45 წლამდე ქვრივების სია, რომლებიც დაქორწინდებიან თალიბანის მებრძოლებზე” – ნათქვამია თალიბანის კულტურის კომისიის სახელით გაცემულ წერილში.

ბურკა: ბურკა არ უნდა ჩაითვალოს ჩაგვრის სიმბოლოდ. ბევრი ქალი მთელს მსოფლიოში ატარებს მას სურვილისამებრ რელიგიური მიზეზების გამო, ტრადიციული მიზეზების გამო ან უბრალოდ იმიტომ, რომ მათ ესე აირჩიეს. საკვანძო სიტყვა აქ არის “არჩეული”. თალიბანის მმართველობისას ყველა ქალი იძულებული იყო ჩაეცვა ბურკა. ბევრი, განსაკუთრებით დასავლეთი იყენებდა ამას ისლამზე თავდასხმისთვის და ცდილობდა მაქსიმალურად აერია ნარატივი მათი დღის წესრიგის შესაბამისად ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან ქალების ჩაგვრის მშვიდობიან რელიგიასთან გათანაბრებით. ბოლოდროინდელი კრიზისით, ავღანელ ქალებს ეშინიათ, რომ მათ თავისუფლებას, არჩიონ ბურკას ჩაიცვამენ თუ არა, საფრთხე ემუქრება!

როგორ შეგიძლიათ დახმარება?
– დაიწყეთ სოციალურ მედიაში ამაზე საუბარი, რადგან მილიონობით ადამიანის საფრთხის ქვეშ ყოფნის დროსაც კი, ბევრი ჩვენგანი ამაზე ბევრს არ ლაპარაკობს. ცნობიერების ამაღლება პირველი ნაბიჯია. ჩვენ, ადამიანები, უნდა ვბრაზდებოდეთ ადამიანის უფლებათა დარღვევით.
– დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ საინფორმაციო და მედია პლატფორმებს, იქნება ეს ტელეარხები, გაზეთები, სოციალური მედიის გვერდები თუ სხვა.
– მიწერეთ თქვენს წარმომადგენლებს, პოლიტიკურ ლიდერებს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა და იმოქმედონ.
– გაიღეთ შემოწირულობები და გაუზიარეთ ბმულები ფანდრაიზერებს. (შეამოწმეთ Story-ები) ხელი მოაწერეთ პეტიციებს!
– მიჰყევით და მხარი დაუჭირეთ ავღანური საზოგადოების ხმებს. ისწავლეთ პირდაპირ მათგან და მხარი დაუჭირეთ მათ.
ტექსტი: Maliha Abidi
ილუსტრაცია: “Nightmare” – Shamsia Hassanian