ავღანური წარმოშობის მწერალმა ხალიდ ჰოსეინმა სოციალურ ქსელში შვილის, ჰარისის ქამინგ აუთის ისტორია აღწერა და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა #femfact

“გუშინ ჩემი ქალიშვილი, ჰარისი, ტრანსგენდერად დაქამინგაუთდა. აქამდე მოსასვლელად ჰარისის მიერ გავლილი გზის შესახებ გასული წლიდან ვიცი და ვხედავდი, როგორ ცდილობდა ამ მძიმე პერიოდის გადალახვას. ტრანზიცია2 რთული პროცესია — ემოციურად, ფიზიკურად, სოციალურად, ფსიქოლოგიურად, მაგრამ ჰარისი ყველა დაბრკოლებას ღირსეულად, მოთმინებითა და ბრძნულად შეხვდა.

როგორც მამა, მისით უფრო ამაყი არასდროს ვყოფილვარ. ბედნიერი ვარ, რომ ახლა არა ერთი, არამედ უკვე ორი ქალიშვილი მყავს. ყველაზე მეტად ჰარისის უშიშრობით ვარ შთაგონებული, მისი სიმამაცით, რომ მსოფლიოს თავისი ნამდვილი სახე გააცნოს. მან მე და ჩვენს ოჯახს ბევრი რამ გვასწავლა გამბედაობასა და სიმართლეზე. იმაზე, თუ რას ნიშნავს გულწრფელად ცხოვრება. ვიცი, რომ ეს პროცესი მისთვის მტკივნეული იყო, დარდითა და შფოთვით აღსავსე. ის აცნობიერებს იმ სისასტიკეს, რომელთან გამკლავებაც ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ. თუმცა ის ძლიერი და უშიშარია.
მე მიყვარს ჩემი ქალიშვილი.

ამ გზაზე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები ისევე, როგორც მთელი ჩვენი ოჯახი. მას ზურგს ჩვენ ვუმაგრებთ. პატივია იმის ყურება, თუ როგორ იწყებს მშვენიერი, ბრძენი და ბრწყინვალე ქალის ცხოვრებას. ღმერთმა დალოცოს”.

წყარო: On.ge