აკნე კანის ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა ასაკში ადამიანთა უმრავლესობას აწუხებს.
სტატისტიკური მონაცემებით, 12-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანების დაახლოებით 85%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია შეხება მსუბუქი ფორმის აკნესთან.

აკნეს ფიზიკური გამოხატულების გამო, მკურნალობის ეტაპების გავლა ფსიქოლოგიურად არც ისე მარტივი პროცესია. ქვეითდება თვითშეფასება, ადამიანები ცდილობენ, დაიფარონ სახე, ან სხეული სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებით, შეიძლება შეამცირონ ადამიანებთან ყოფნის, გარეთ გასვლის საათებიც. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ აკნეს მკურნალობა ხშირად ხანგრძლივი პროცესია, რომელიც დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას მოითხოვს. წინასწარ არავინ იცის, ვის როდის, ან რა ფორმით შეიძლება დაემართოს აკნე, ამიტომ მნიშვნელოვანია ენდოთ პროცესს და რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა გაითვალისწინოთ:

1️⃣ დაიცავით კანი მზისგან. მზის ზემოქმედებამ შეიძლება გააუარესოს აკნე. ასევე, ზოგიერთი მედიკამენტი კანს მზის სხივების მიმართ მგრძნობიარეს ხდის;

2️⃣ არ შეეხოთ და არ დაიზიანოთ ხელით პრობლემური ადგილები. ამან შეიძლება გამოიწვიოს აკნე, გამოიწვიოს ინფექციები და ნაწიბურები;

3️⃣ არ მიმართოთ თვითმკურნალობას. აკნეს მკურნალობის პროცესში, აუცილებელია დერმატოლოგმა დაადგინოს, რა ფორმის აკნესთან გვაქვს საქმე. მხოლოდ ამის შემდეგ, ექიმის მეთვალყურეობით უნდა გაიაროთ მკურნალობის ეტაპები.

გახსოვდეთ, რომ აკნეს უყურადღებოდ დატოვება არ ღირს, რადგან ის შესაძლოა, რაიმე დაავადებაზეც კი მიანიშნებდეს. თუ გამონაყარი გაწუხებთ, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ დერმატოლოგთან და ამ პრობლემას დროულად მიხედოთ.

ფოტო: სოფი ჰარის-ტეილორი