ალექსანდრა ჯაფარიძე, პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი #Femwiki

☄️ თავისი კარიერის განმავლობაში მან შეასრულა ასამდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალზე, ავიდა მყინვარწვერზე, თეთნულდზე, უშბაზე, დიხთაუზე და გაიარა ცენტრალური კავკასიონის მცირე და დიდი ტრავერსები.

ალექსანდრას სახელს უკავშირდება ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენა, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ პოემა „განდეგილი“ მიუძღვნა. ცნობილი გამოქვაბული ზღვის დონიდან 4100 მეტრზე მყინვარწვერის კალთებზე მდებარეობს.

მან დააარსა საქართველოს ეროვნული ალპური კლუბი (1936 წ.), რომელიც საქართველოში ალპინიზმის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და ალპინისტთა არაერთი თაობა აღზარდა.

ალექსანდრამ ქართულ ენაზე თარგმნა ცნობილი ფრანგი მთამსვლელის, მორის ერცოგის გახმაურებული წიგნი „ანაპურნა“.

საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული რეფერენდუმით იგი აღიარებულია XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation