“არ დაიჯერო, რომ ქალს მხოლოდ ღიმილი შვენის. თუ ვინმე დათმობას, შეგუებას და დამორჩილებას მოგთხოვს, გაბრაზდი, ძალიან გაბრაზდი და ის ნაპერწკალი აჩვენე, შენმა ბროლმა ჩემი დანთებული კოცონიდან რომ აირეკლა.

თუ სიმართლის თქმისთვის მოგაძახებენ, რომ ქალის სახე დაკარგე
თუ მიგითითებენ, რომ გოგო ხარ და არ შეგეფერება
თუ გეტყვიან, რომ არ გამოგივა, არ გეკადრება, არ გეკუთვნის…
გაიხსენე ყველა მეამბოხე გოგო და ქალი, ვინც შემოგვხვდა და გზა გაგვინათა.”

კადრები ვიდეოდან “მე – დედა; შენ – შვილი.”

ტექსტის ავტორი: რუსუდან რუხაძე.

#UNFPA #GirlChild