აჰუ დერიაია – ირანელი ქალების თავისუფლების სიმბოლო, რომელიც თეირანში აზადის ისლამურ უნივერსიტეტში ფრანგულ ენას სწავლობდა.

დერიაია შარიათისთვის შეუსაბამო ჩაცმულობის გამო დააპატიმრეს და ირანული გამოცემის ტელეგრამზე გავრცელებული ცნობების თანახმად, უშიშროების სამსახურის განკარგულების შესაბამისად, ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს.

აჰუ დერიაის პროტესტი იმ ერთიანი მუხტის ნაწილია, რომელიც 2022 წელს მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ გაღვივდა და გამწვავდა ირანელ ქალებში.

ილუსტრაცია: @putkunagogo

მასალა მომზადებულია ინიციატივა Global Platforms Georgia-ს და პროექტის Building A Future (BAF) ფარგლებში.