
ბავშვის ასაკში ქორწინება საქართველოს მასშტაბით ფართოდ გავრცელებული საზიანო პრაქტიკაა, რომელიც გამოვლინდება როგორც სოფლად, ისე ქალაქად, ყველა ეთნიკურ ჯგუფში.
ბავშვის ასაკში ქორწინების გამომწვევ ფაქტორებად შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები, გოგოს/ქალის სოციალურ როლთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი ფაქტორია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. ასევე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური პრობლემები – ამ პირობებში, ოჯახებისთვის ხშირად ქორწინებაა ყველაზე მისაღები გამოსავალი.
გოგოები, რომლებიც ნაადრევად ქორწინდებიან, რჩებიან განათლების უფლების მიღმა და ვერ ახდენენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას.
მომზადებულია UNFPA-სთან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.
