“ბავშვობაში ჩაკარგული ისტორიები და მისგან გამოწვეული შეგრძნებები დიდობაში დაგტყდომიათ თავს?

გონება გაუნათებია და აუხსნია თქვენი შფოთვები?

ხო, აი ასე, ერთ დღეს გამომეცხადა წარსული… მაშინ 5 წლის ვიქნებოდი, ლაღი , ბედნიერი ბავშვი, რომელიც ხშირად სტუმრობდა მეზობლად მცხოვრებ ნათესავებს. ერთი რამ ძალიან ნათლად მახსოვს: ჩემზე 5 წლით უფროსი ახლობელი ბიჭი ძირს დამაწვენდა ხოლმე, ზემოდან დამაჯდებოდა, ვითომ მეთამაშებოდა ომობანას ან ჩემთვის გასაგებ რაიმე თამაშს, მერე რაღაც მოძრაობებს აკეთებდა, თან მიცინოდა რომ მე ვერ გამეგო რა ხდებოდა და კი, ვერც ვიგებდი რას აკეთებდა…

ეს გრძელდებოდა ძალიან დიდი ხანი, თუმცა მოგონებები აქ წყდება..

მერე 15 წლის ასაკში უფროსი ბიჭისგან მიღებული სექსუალური შინაარსის კომპლიმენტები, გაუთავებელი საუბრები იმაზე , რომ ის ჩემი პირველი მამაკაცი უნდა ყოფილიყო, რომ მე უკვე შემეძლო სქესობრივი ცხოვრების დაწყება, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. 5 წელი გრძელდებოდა ეს ყველაფერი და ამ ხუთი წლის მანძილზე არ ვუშვებდი იმ ფიქრს გონებაში, რომ ეს ძალადობა იყო, რომ ეს არა რომანტიკა, არამედ სიმახინჯე იყო უფროსი კაცისგან…

მაინც გავაკეთე და პირველი სექსი მასთან მქონდა, ოღონდ ეს იყო გაუპატიურება თანხმობით, ყველანაირ რომანტიკას მოკლებული, ცხოველური და ამაზრზენი. აი ამ დღეს გავიაზრე ყველაფერი ,რა გავუკეთე საკუთარ თავს. რომ მე არ ვიცოდი რა იყო სექსუალური ძალადობა, არაფერიც არ ვიცოდი და ჩემი ნებით უკვე დიდობაში გავხდი მსხვერპლი.. იმ დღის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი დღე წარსული ტრამვების გახსენების გარეშე, რომელიც ვერა და ვერ ჩამოვირეცხე, რომელიც ყოველდღე ყელში მაწვება, მერე გონებაში და თავს ყველაზე უბედურ ადამიანად მაგრძნობინებს… იცით, ზოგჯერ სექსი თანხმობით საბოლოოდ გაუპატიურების ტოლფასია. დაიჯერეთ! გიყვებით ჩემს საკუთარ სიმძიმე მოკლებულ ისტორიას, რომელიც ასე უფრო მარტივი წასაკითხი იქნება თქვენთვის… ”

მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.

საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ ❗️მოქმედების დროა ❗️

#GrlzWave_Storiesworthsharing

Illustration by Salome Jokhadze