ბილი ჯინ კინგი ამერიკელი მსოფლიოს ყოფილი ნომერ 1 ჩოგბურთელია. ჩოგბურთის მიმართულებით კარიერის დაწყებაში მას მეგობარი დაეხმარა, რომელმაც პირველად წაიყვანა ქვეყნის კლუბში სათამაშოდ და ჯერ კიდევ მეხუთე კლასიდან განაცხადა, რომ იგი ნომერ პირველი მოთამაშე იქნებოდა მსოფლიოში. კარიერის დასაწყისშივე მიხვდა, რომ ქალებისა და კაცებისთვის განსხვავებული სტანდარტები მოქმედებდა სპორტში. #Femwiki

1955 წელს ჯგუფური ფოტო ვერ გადაიღო იმის გამო, რომ შორტები ეცვა, ქალებისთვის კი კაბების ჩაცმა იყო სავალდებულო. ეს მან ერთგვარ გამოწვევად მიიღო მომავალში სოციალური ადვოკატირების გასაძლიერებლად. რამდენიმე წელიწადში გახდა პროფესიონალი, ტურნირებში მონაწილეობდა და ინსტრუქტორად მუშაობდა. ჯამში 18 წლის განმავლობაში, ჯამში მოიგო 20 უიმბლდონის, 4 საფრანგეთის და 2 ავსტრალიის ტიტული, სულ 39 დიდი სლემის ტიტული.

კორტის მიღმა აწარმოებდა გენდერულად თანაბარი საპრიზო თანხის მოსაპოვებელ კამპანიას, რამაც შედეგი გამოიღო და აშშ-ს ტურნირი იქცა პირველ დიდ ტურნირად, რომელმაც ეს მოთხოვნა გაითვალისწინა. მისმა თამაშმა ბობი რიგსთან, რომელიც „სქესთა ბრძოლის“ სახელითაა ცნობილი 90 მილიონზე მეტი მაყურებელი მოიზიდა და მეტოქეც დაამარცხა. ასევე სათავეში ჩაუდგა ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის ჩამოყალიბებას და გახდა მისი პრეზიდენტი. ბილი ჯინმა ჩამოაყალიბა ქალთა სპორტის ფონდი, რომელიც გოგონების სპორტზე წვდომის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

მიუხედავად იმისა, რომ 1965 წელს ლარი კინგზე დაქორწინდა, მიხვდა რომ ქალებით იყო დაინტერესებული და ფარული რომანიც ჰქონდა, ათწლეულის შემდეგ კი საჯაროდ გამოცხადდა ლესბოსელად, რამაც ბევრი დამოწმებული გარიგება დააკარგვინა.

მიუხედავად ამისა, მას ბრძოლა უთანასწორობის წინააღმდეგ არ შეუწყვიტავს და 2009 წელს ბარაკ ობამამ ქალთა და ლგბტქ თემის სახელით საქმიანობისთვის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიანიჭა.