
“გავიზარდე. ჩემს გარშემო ყველა თვლის, რომ დამოუკიდებელი ქალი ვარ, რომელმაც ბევრ რამეს მიაღწია, არ ეშინია სირთულეების, გაუმკლავდება ნებისმიერ მომენტს, მაგრამ ეს ასე არაა. ეს ასე არ ხდება,ხომ ხვდებით?
დღემდე მეშინია ჩემ ძმასთან სახლში მარტო დარჩენის, დღემდე ვიძაბები მასთან კომუნიკაციის დროს. პირველად 8 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს ოთახში შემოვიდა და მითხრა, რომ ეს ჩვეულებრივი რამე იყო. მე არ მომეწონა,საშინლად ვგრძნობდი თავს. ეს ბევრჯერ მოხდა. დაახლოებით სამი წელი გრძელდებოდა სანამ მე არ დავემუქრე,რომ მშობლებს ვეტყოდი. ვერაფერი ვთქვი…
დღემდე ასე ვარ…დღემდე მეშინია ბნელ ოთახში გაღებული კარის. დღემდე ვერ ვბანაობ მშვიდად. დღემდე ვაიძულებ ჩემს თავს ვიცოცხლო და ცხოვრება გავნაგრძო. ხანდახან უბრალოდ ვფიქრობ, ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო,ასე ცუდად ოდესმე ვიგრძნობდი თავს?!
ხანდახან უბრალოდ ვზივარ და მეშინია ამ ყველაფრის თქმის.უბრალოდ წარმოუდგენელია დედაჩემს შევხედო და ეს ყველაფერი ვუთხრა. ვუთხრა რომ,მისმა შვილმა ბავშვობაში გამაუპატიურა. ვუთხრა მიზეზი თვითმკვლელობის.
უბრალოდ რთულია.
ვისაც დახმარება ოდესმე დაგჭირდებათ,გთხოვთ ნუ გაატარებთ მთელ ცხოვრებას ჩემსავით შიშში. ნუ დამალავთ იმას,რომ ცუდად ხართ.
ალბათ, ოდესმე მეყოფა გამბედაობა ყველაფერი ვიყვირო, ტკივილი და ბრაზი გამოვუშვა, რაც ჩემს თავში და სულში წლების მანძილზეა ჩაბუდებული. უბრალოდ გთხოვთ, მოყევით. არ დამალოთ…”
მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.
საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ ❗️მოქმედების დროა ❗️
#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze
