გაიცანით ჩვენი გამოფენის ერთ-ერთი ხელოვანი, ფოტოგრაფი, Diaci Community, Dancing on Architecture, Tempo Radio, NJO კომუნების წევრი, სალომე ვარდანაშვილი
“საკუთარი თავის ძიების პარალელურად, სულ მინდოდა, რომ ფოტოგრაფია იდეის და არა კონკრეტული კადრის გაყინვის საშუალებად გამომეყენებინა. ძირითადად ჩემს გარშემო განვითარებული მოვლენებისა და იდეების რეფლექსიებს ვიღებ.
სწორედ ამიტომ, “მასკულინობისა და ფემინურობის გასაყარზე” ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. ცნებები – მასკულინობა და ფემინურობა ჩემთვის არც კონტროვერსულია და არც რომელიმე გენდერის საკუთრება. ჩემი ფოტოებიც სწორედ ამ იდეის გადმოცემას ემსახურება.
გამოფენაზე ჩემი შვიდი ფოტო იქნება წარმოდგენილი”.
გამოფენა 26 თებერვალს, კლუბ მტკვარზე, 21:00 საათზე გაიხსნება არ დაგავიწყდეთ ჩვენი კოსტუმირებული წვეულება, ფერად-ფერადი ტანსაცმელი და საუკეთესო განწყობა




