გაიცანით ხელოვანი, ფილოსოფიის მაგისტრი სალომე ჟვანია ‍

“ცხოვრებაში ბევრ რამეს მივედ-მოვედე, ვარ ბიზნესის ბაკალავრი და ფილოსოფიის მაგისტრი. თუმცა ხატვა და ზოგადად, ხელოვნება (განსაკუთრებით კინორეჟისურა), სულ მაინტერესებდა. და შესაბამისად, სულ ვხატავდი. ძირითადად ემოციებს. პატრიარქალურ და კაპიტალისტურ სამყაროში ემოციები ფემინურ (შესაბამისად, ცუდ), არასაჭირო, ზედმეტ, უკუსაგდებ რამედ არის მიჩნეული, რომელიც უნდა ჩავწნეხოთ და რაციონალურობას დავუქვემდებაროთ. ასეთ დროს ემოციების განცდა და გამოხატვა ერთგვარი ამბოხია. მინდა ისეთი ემოციები გამოვხატო და დავხატო, რომლებიც არ ჯდება ჰეტერონორმატიულობაში და სექსუალობის, სიყვარულის, თვითაღქმის, სხეულთან კავშირის საშუალებით დაწესებული ჩარჩოების მიღმა გადის.

მინდა, ვაჩვენო, როგორ მოძრაობენ ემოციები გულისა და გონების ლაბირინთებში და ფხაჭნიან ზედაპირს შიგნიდან. მინდა, შევქმნა მელანქოლიური ჰარმონიის ემოცია, რომელშიც სევდა, უხერხულობა და იმედი უცნაურად იხლართებიან ერთმანეთში.

@CCA_Tbilisi-ში სწავლისას გავაკეთე პროექტი @emotional_cartography – რომელიც ურბანულ გარემოში ანაწილებს ჩვენს ემოციებს – იქნება ეს ბრაზი, სევდა, mommy issues თუ სხვ. გარემოსთან ემოციური მიმართება ჩვენს შინაგან ჰარმონიასაც ეხმარება. მიხარია, რომ გამოფენის მნახველებისთვის ძალიან ნაცნობი იყო ეს გრძნობები და ემოციები.”