გუშინ იყო დემურ სტურუა, რომელიც პოლიციელმა გოდერძი თევზაძემ თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
სტურუას საქმეში ბრალდებული გოდერძი თევზაძე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
დემურ სტურუამ წერილი დატოვა – „დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”.

დღეს არის 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე. ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.
გამომძიებელი მას შემდეგ დააკავეს, რაც მოზარდის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა.
ლუკა სირაძემ დატოვა წარწერა კედელზე “ამ ცხოვრების დედაც!”

გადის წლები, სისტემა ადამიანებს კლავს, ჩვენ კი გვრჩება უმისამართო წერილები, წარწერები, ჩანაწერები…

#ამცხოვრებისდედაც
#სისტემაუნდადაინგრეს

⚠️ თუ გაწუხებს სუიციდური აზრები ან გინდა ამ მხრივ მეგობარს ან ოჯახის წევრს დაეხმარო, დარეკე:

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 116 111; 2 421 422

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88