
დარბევისას სჯობს, რაც შეიძლება მალე დატოვოთ ტერიტორია და უსაფრთხო ადგილი მოძებნოთ;
ნუ გაყვებით ხალხის ტალღას დარბევის მიმართულებით, ეცადეთ, გამოერიდოთ ხალხის ტალღას.
წყლის ჭავლით დარბევისას:
მოერიდეთ წყლის ჭავლის მანქანას. თუ ახლოსაა და ხალხის ტალღას ვერ ტოვებთ, გამოსავალია კარგი საწვიმარი;
დასველების შემთხვევაში, გთხოვთ, დატოვოთ აქცია და გამოიცვალოთ.
რა შეიძლება მოვიმოქმედოთ წიწაკის სპრეის გამოყენების შემთხვევაში?
თუ თქვენთან ახლოს გამოიყენეს, ისუნთქეთ ცხვირით და დატოვეთ ტერიტორია;
ასევე, მნიშვნელოვანია წიწაკის სპრეის კანიდან, თმიდან და ტანსაცმლიდან სწორად მოშორება.
კარგი იქნება, თუ გექნებათ:
ცურვის ან დამცავი სათვალე ე.წ. Industrial eye protection;
სახის დამცავი ფარი.
როგორ ვიცავთ თავს ცრემსადენი გაზის გამოყენების დროს?
. სხეული მაქსიმალურად დაფარული უნდა იყოს;
. ყველაზე კარგი დამცავი საშუალებაა აირწინაღი;
. სახის კანს გაზის ნაწილაკებისგან კარგად დაიცავს ე.წ. ბალაკლავა;
. პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს, დაუყონებლივ დატოვეთ ტერიტორია;
. ეცადეთ ისუნთქოთ ცხვირით, იარეთ სწრაფად, ოღონდ არ ირბინოთ. სასურველია სადმე მაღალ ადგილას დადგეთ.
✊ მშვიდობიანი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ გრძელდება. გელოდებით დღეს, 19:00 საათზე, ისევ რუსთაველზე, ისევ პარლამენტის წინ.
პროექტის მხარდამჭერია New Democracy Fund.
