
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მესამე თვეს, 21 რიცხვში, ანუ დღეს აღინიშნება. ამ თარიღს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან დაუნის სინდრომს სწორედ 21 ქრომოსომის გასამება იწვევს. #FemFacts
ეს დღე მიმართულია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისა და ხალხში ცნობიერების ამაღლების, მათთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებისკენ. 21 მარტს იმართება სხვადასხვა აქტივობები, ღონისძიებები, რომლებშიც თავად დაუნის სინდრომის მქონე პირებიც მონაწილეობენ და თვითონ იცავენ თავიანთ უფლებებს, უზრუნველყოფენ ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართულობას. ეს ადამიანები ჩვეულებრივ დადიან სკოლებსა და სამსახურებში, ურთიერთობენ ოჯახის წევრებსა და გარშემომყოფებთან.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მთავარი მნიშვნელობა ის არის, რომ მათ თავი არა გარიყულ, არამედ სოციუმის დაფასებულ და ღირებულ წევრებად იგრძნონ.
