დღეიდან საქართველოში პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია ბიჭებისთვისაც უფასოდ იქნება შესაძლებელი.

ჯანდაცვის მინისტრის განკარგულების მიხედვით, ვაქცინა გოგოებთან ერთად, უფასო იქნება 10-12 წლის ასაკის ბიჭებისთვისაც. სრული ვაქცინაციისთვის საჭიროა მინიმუმ ორი აცრა 6-თვიანი ინტერვალით.

*ადამიანის პაპილომა ვირუსი საკმაოდ მარტივად, ყველა ტიპის სქესობრივი კონტაქტის, მათ შორის, კანიდან კანზე, დაინფიცირებულ არესთან შეხებით ვრცელდება. ანუ, ადამიანი პაპილომა ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ინტიმური კავშირის დროს, იქნება ეს სქესობრივი აქტი, პენეტრაცია თუ გენიტალიებზე შეხება. ვაქცინა კი მაღალეფექტურია – აცრილთა თითქმის 100%-ს უვითარდება იმუნიტეტი, რის შედეგადაც მცირდება ინფექციისა და შესაბამისად, მის მიერ გამოწვეული კიბოს შემთხვევები.