
დღეს, თეა წულუკიანის მმართველობის პირობებში, ხელოვნების არც ერთი სფერო აღარაა თავისუფალი ზეწოლისგან. ახლა კი უნდა დავიცვათ კინოცენტრის თავისუფლება, რომ ხვალ, თქვენი საყვარელი ფილმი, წიგნი, უნივერსიტეტი, ლექტორი, თეატრი ან მსახიობი, ცენზურის დარტყმის შემდეგი ობიექტები არ გახდნენ.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში მუდმივად რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს უმიზეზოდ, პირადი ანგარიშსწორების გამო ათავისუფლებენ. კინოცენტრიც, სამწუხაროდ, გამონაკლისი არ აღმოჩნდა.
“დიქტატურას სჭირდება კინოც, მოსახლეობის აზრის სამართავად, მათი ფიქრების და იდეების გასაკონტროლებლად. ამიტომაც არ აწყობთ კინოცენტრის დამოუკიდებლობა.” – რეჟისორი უტა ბერია
ფოტო: პუბლიკა
