
დღეს მიუსაფარი ცხოველების დაცვის დღეა.
საქართველოში მიუსაფარ ცხოველებს შევხვდებით ყველგან – ქალაქებში, სოფლებში, საავტომობილო ტრასებსა და უკაცრიელ ადგილებშიც, სადაც ადამიანები საკუთარ ცხოველებს სახლიდან გაგდების მიზნით ტოვებენ. თბილისის გარეთ, მიუსაფარი ცხოველების ცხოვრება ქუჩაში ფაქტობრივად წამების ტოლფასია.
განვითარებული ქვეყნების გამოცდილებით, ეს პრობლემა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე გვარდება. საქართველოში, ჯერჯერობით, თბილისს გარდა, მიუსაფარ ცხოველებზე პასუხისგებელი ორგანო არ არსებობს, თბილისის გარეთ, ფაქტობრივად ყველა მიუსაფარი ცხოველის ბედი განწირულია.
ჰოლანდიაში ბოლო მიუსაფარი ცხოველი 2019 წელს „იშვილეს“, ზოგადად მიუსაფარი ცხოველების პრობლემა კი ქვეყანამ მასობრივი სტერილიზაციის პროგრამით გადაჭრა.
წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერება იქნება, როცა ქუჩაში არც ერთ მშიერ, სახლიდან გამოგდებულ, მიტოვებულ და ტკივილისგან მოკუნტულ, სითბოში შემძვრალ ძაღლს და კატას არ შევხვდებით?
