
დღეს მსახიობ ბენედიქტ კამბერბეჩის დაბადების დღეა ❤️
ბენედიქტი ნებისმიერ პროექტზე მაშინვე ამბობს უარს, თუ გაირკვა, რომ მის კოლეგა ქალ მსახიობს მასზე ნაკლებ თანხას უხდიან.
“ჩემთვის აუცილებელია ვიცოდე, რომ მე და ჩემ კოლეგა ქალს ერთნაირ ჰონორარს გვაძლევენ. თანასწორობა ჩემთვის უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს დროში ჯერ კიდევ არსებობს სქესის მიხედვით გადანაწილებული ხელფასები. ამიტომ, როდესაც პროექტს მთავაზობენ, პირველი ყოველთვის იმას ვარკვევ, გვიხდიან თუ არა მე და ქალ მსახიობს ერთნაირად, სხვა შემთხვევაში უარს ვამბობ”, – ამბობს ის.
