
დღიური შეხსენება: მენტალური დაავადებები არ არის ზედსართავი სახელი.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები მენტალურ დაავადებებს ზედსართავი სახელებივით იყენებენ და მათ ქცევებს შესაბამისად განსაზღვრავენ, მაგალითად:
1. “ანორექსიკივით გამოიყურები”
2. “ეს დავალება სუიციდურს მხდის”
3. “ამ უხერხულობას სტრესულ აშლილობამდე მივყავარ”
4. “ეს ფილმი დეპრესიაში მაგდებს”
5. “ძალიან ბიპოლარული ამინდია”
6. “ჩემი ყოფილი ფსიქოზურია”
7. “დალაგებაზე OCD (ობსესიურ-კომპულსური აშლილობა) მჭირს” და მრავალი სხვა.
როდესაც შემთხვევით და ყოველდღიურ საუბრებში მენტალურ დაავადებებს ზედსართავი სახელებივით მოვიხსენიებთ და ჩვენი ქმედებების განმსაზღვრელად ვაქცევთ, ამით მხოლოდ წვლილი შეგვაქვს სტიგმების ჩამოყალიბებასა და გაუგებრობაში.
გახსოვდეთ, მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე საყურადღებოა, როგორც ფიზიკური.
