დღიური შეხსენება: სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება, რეცხვა, გაუთოვება, ბავშვების მოვლა და ა.შ არის ცხოვრებისეული საბაზისო უნარები, რომელიც უნდა შეეძლოს თითოეულ ინდივიდს დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის და არა გენდერული როლი. #FemFacts

ძალიან ხშირად ნორმალური ქცევის გაიდეალიზებას ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც ასევე პრობლემას წარმოადგენს. ხშირად მამაკაცი, რომელიც ცოლს “ეხმარება” თავისი “მოვალეობის” შესრულებაში იდეალურთან არის გაიგივებული და ზოგადად დამკვიდრებული ნორმების ფონზე შექებასა და თავზე ხელის გადასმას იმსახურებს. ეს პრობლემას იმიტომ წარმოადგენს, რომ მსგავსი ქმედება (რაც ისედაც ნორმალურია) გმირობის ტოლფასი ხდება და სამოქმედო სტანდარტებს ადაბლებს, შესაბამისად მინიმალური საჭიროებები ხდება ჰიპერბოლიზირებული. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს ყოველივე კულტურულად დამკვიდრებული ნორმების გავლენაა და რეალურად ჯანსაღ, ნორმალურ ქცევას წარმოადგენს.

ტექსტი მომზადებულია თაკო ღვინჯილიას მიერ.