
ერთი ფარმაცევტის, მედიცინის დოქტორისა და ორი ექთნისგან შემდგარი, მხოლოდ ქალებისგან დაკომპლექტებული გუნდი თვითმფრინავის, მარხილისა და თოვლის მანქანების საშუალებით გადაადგილდებიან, რათა კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ისეთ იზოლირებულ და მოშორებულ სოფლებშიც ჩააღწიოს, როგორიც, მაგალითად ჩრდილოეთ ალასკას სოფლებია. #femfact
♀️ ექიმებს რთული გზის გავლა უწევდათ განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთი მოხუცებულები უნდა აეცრათ, რომლებსაც გადაადგილება არ შეეძლოთ და მათთან სახლში მისვლა იყო საჭირო. სანამ სოფელს მიაღწევდნენ, სიცივესა და ყინვაში, ერთ-ერთ ექთანს ვაქცინის სპეციალურ დამცავ კონვერტში შეხვევა, შემდეგ კი პალტოს ქვეშ პატარა ბავშვივით ჩახუტება მოუწია რათა ვაქცინა ამპულაში არ გაყინულიყო. ამ გუნდმა რამდენიმე სოფელი მოიარა და ვაქცინა 65 ადამიანს ჩაუტანა, რაც გმირობის ტოლფასია იმ პირობებიდან გამომდინარე, როგორშიც მათ გადაადგილება უწევდათ.
ამის მიუხედავად, ურთულესი პირობები და ყინვა მათ შეჩერებას ვერ ახერხებს და გმირი ექიმები თავიანთი წამოწყებული საქმის მიტოვებას არ აპირებენ მანამ, სანამ ვაქცინაცია ყველას არ ჩაუტარდება.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
