ესპანეთში ახალი რეფორმის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, ყოველთვიურად სამდღიანი შვებულების აღება შეეძლებათ. რეფორმის დამტკიცებას ესპანეთის მთავრობა მომავალ კვირას გეგმავს. #femfact

სამდღიანი მენსტრუაციული შვებულების გარდა, ესპანეთის ახალი რეფორმა მენსტრუალური ჯანმრთელობის სხვა პუნქტებსაც მოიცავს. სკოლის მოსწავლეებს საჭიროების შემთხვევაში ჰიგიენური საფენები და ტამპონები უფასოდ დაურიგდებათ.

რეფორმის დამტკიცების შემთხვევაში, ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, სადაც ადამიანებს მენსტრუალური შვებულების აღების უფლება ექნებათ. ამ ეტაპზე ეს უფლება მხოლოდ აზიის რამდენიმე ქვეყანაში აქვთ.