“ეს ფოტო პროექტი გამოვლილი ტრავმის კვლევაზეა, საკუთარ თავში ჩაღრმავებაზე და იმ შედეგების დანახვაზე, რომელიც ტრავმამ დატოვა. შიშთან ბრძოლის ისტორიაა, რომელიც როგორც მუშაობის პროცესში აღმოჩნდა ყველა სხვა ემოციეზე მძლავრი იყო ჩემთვის. პირველი მასთან დავიწყე გამკლავება სხვადასხვა ხერხებით. გავიაზრე რომ ის ჩანაწერები, რომლებსაც იმ დროს ვაკეთებდი, დიალოგი იყო საკუთარ თავთან და ამ შიშის აღიარებაში მეხმარებოდა. მასთან გამკლავების დიდი სურვილის გამო ვეჭიდებოდი პატარა დეტალებს, როგორიც ჩემი სახლის მოპირდაპირე კორპუსში ღამე მუდამ ანთებული ნათურა იყო. ნათურის თეთრი შუქი ჩემთვის შვების და იმედის მომცემი იყო, ნიშნავდა იმას რომ მარტო არ ვიყავი ამ შიშთან. წარსულის გადააზრებით საბოლოოდ გავიმარჯვე ამ ყველაფერზე და შიში წარსულის მოგონებად ვაქციე.” – თათია ცერცვაძე (ფოტო პროექტის ავტორი)
ფოტო პროექტი შეიქმნა GrlzWave და GCRT-ის ღია კონკურის შედეგად, პროექტის ფარგლებში – “ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა”, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.





