
ვაგინალური გამონადენი არის გამჭვირვალე ან მოთეთრო სითხე, რომელიც გამოდის თქვენი საშოდან. გამონადენი ნორმალურია, მაგრამ რაოდენობის, კონსისტენციის, ფერის ან სუნის ცვლილება შეიძლება მიუთითებდეს ინფექციაზე ან სხვა პრობლემაზე. #შეიMEცნე
რას მიგვანიშნებს სხვადასხვა სახის გამონადენი?
კვერცხის ცილის მსგავსი გამჭვირვალე გამონადენი = ოვულაციის პერიოდი
თეთრი კრემოვანი გამონადენი = ჩვეულებრივი, ჯანსაღი
თეთრი ხაჭოსებრი გამონადენი = სავარაუდოდ, ვაგინალური სოკოს ინფექცია
ვარდისფერი = სავარაუდო ორსულობა, რაიმე სახის დაზიანება ან პრე მენსტრუალური პერიოდი
ნარინჯისფერი = სავარაუდო ინფექცია
ყავისფერი = პრე ან პოსტ მენსტრუალური პერიოდი
ღია ყვითელი = სავარაუდო ინფექცია
ნაცრისფერი = სავარაუდო ბაქტერიული ვაგინოზი
მწვანე = სავარაუდოდ, ბაქტერიული ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია Women’s Fund in Georgia
