ვაგინიზმი სხეულის ავტომატური რეაქციაა ზოგიერთი ან ყველა სახის ვაგინალური შეღწევის შიშზე, რაც გამოიხატება საშოსა და მენჯის ფუძის კუნთების მტკივნეული სპაზმით.

ვაგინიზმის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: წარსულში მომხდარი სექსუალური ძალადობა ან ტრავმა, წარსული მტკივნეული აქტი, ემოციური ფაქტორები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირი მიზეზი ვერ დგინდება.

საშოს კუნთების უნებლიე დაჭიმვა ვაგინიზმის პირველადი სიმპტომია, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმე ქალებში განსხვავებულია. ყველა შემთხვევაში, საშოს შეკუმშვა ართულებს ან შეუძლებელს ხდის შეღწევას.
ვაგინიზმის დიაგნოზი არ ნიშნავს იმას, რომ სექსუალური სიამოვნების მიღება შეუძლებელია. ბევრი სექსუალური აქტივობა არ მოიაზრებს ვაგინაში შეღწევას, მათ შორის: ორალური სექსი, მასაჟი, მასტურბაცია და სხვ.

ვაგინიზმის განკურნება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, როგორიცაა: ფსიქოსექსუალური თერაპია, რელაქსაციის ტექნიკა, საშოს კუნთების ვარჯიშები, ვაგინალური ტრენაჟორები და ა.შ. სპეციალისტის დანიშნულების მიხედვით.