თალიბებმა ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალეს.

ავღანეთის უმაღლესი განათლების მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ ქალებისთვის უნივერსიტეტები იხურება.

მას შემდეგ, რაც ავღანეთი თალიბების ხელში აღმოჩნდა, უნივერსიტეტებში გენდერულად სეგრეგირებული საკლასო ოთახები და შესასვლელები შემოიღეს. ასევე, გოგო სტუდენტებს მხოლოდ ქალი პროფესორები ასწავლიდნენ.

წყარო: BBC