თანხა აგროვდა, მადლობა!!!
ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თხოვნით ვართ დღეს თქვენთან: გვჭირდება დახმარება, რომ საჭირო ფინანსები მოვაგროვოთ ამ ძალიან გაუბედურებული და საცოდავი ლეკვისთვის
ამბავი ასეთია:
წამოვიყვანეთ და შევიფარეთ წნორიდან, რადგან მარტო, საშინელ მდგომარეობაში იყო იქ და მიმხედავი არავინ ჩანდა.
– აქვს თათზე თითი და კუდის ნაწილი მოჭმული (სავარაუდოდ მღრღნელებისგან);
– მუცელი ძალიან გაბერილ-გამოტენილი;
– აქვს (სავარუაოდ) რაქიტი;
– ძვლები შიმშილისგან გარეთ გამოყრილი;
– აქვს ძალიან მწარე ტკივილები კონკრეტულ ადგილებზე შეხებისას;
– მოვაშორეთ 17 ტკიპა სხეულიდან;
– აქვს თმები გაცვენილი, კანი აქერცლილი;
– უკანა თათების და ხერხემლის მხარეს, სავარაუდოდ, ლპობა მიმდინარეობდა კანის;
– ამ ყველაფერთან ერთად არიან ძალიან მძიმედ ფსიქიკურად, პირველი 2 დღე, ყველა გაღვიძება, ხელის მოკიდებაზე გულწასულ ტირილს იწყებდა.
დღეს უკვე კუდი აგვიქიცინა, ალოკვა და მოფერება დაიწყო ჩვენი და თამაშიც სცადა, იმისდა მიუხედავად, რომ ფეხებზე მყარად ვერ დგას.
მოკლედ, არის უამრავი პრობლემა. ძალიან გვჭირდება თანხის შეგროვება, რომ ყველა გამოკვლევა და მკურნალობა ჩვაუტაროთ სრულყოფილად.
ნამდვილად არ გვაქვს ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არც ორგანიზაციურლად და არც ადამიანურად რესურსები, თორე საჯაროდ ნამდვილად არ ვითხოვდით დახმარებას.
ძალიან გაგვახარებთ, თუ ამ ჩხიკინა ლეკვის გადარჩენა-გაბედნიერება-გაჩუქებაში დაგვეხმარებით
ანგარიშის ნომერი:
#GE54TB7083345061100014
მიმღები – თინათინ ბრეგვაძე
მ ა დ ლ ო ბ ა ❤️❤️❤️❤️





