“კარგად მახსოვს ის დღე, როცა პირველად დამეწყო კანის პრობლემა, გარდატეხის ასაკის შესაბამისად. დიდ დისკომფორტს მიქმნიდა, სარკეში ჩახედვაც აღარ მინდოდა. უამრავი წამალი და “შინაურული” ხერხებიც ვიხმარე, მაგრამ შედეგი არ ჰქონდა. უამრავი ადამინის კრიტიკის საგანი ვხდებოდი. მესმოდა ხშირად დასმული კითხვები, “არ მკურნალობ?”, “დერმატოლოგთან რატომ არ მიდიხარ?”, “მაკიაჟს რატომ ხმარობ, რომ დაგიფაროს ხომ?”, “სახის კანს არ უვლი?” და ასე შემდეგ… ყველგან და ყოველთვის ყველას აღიზიანებდა ჩემი სახის პრობლემა, რომელსაც მე შეგუებული ვიყავი, მაგრამ ასეთი დამოკიდებულები ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა, მიფუჭებდა ხასიათს.
შემდეგ გავიზარდე, შევეგუე და შევიყვარე. სარკეში ჩახედვა აღარ მაღიზინებს და ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ ვხვდები ადამიანების ცივ დამოკიდებულებას ჩემი სახის მიმართ “არადა რა ლამაზი ხარ და ეს სახე როგორ გაქვს.”
ამაყი ვარ ჩემი თავით, რომ შევიყვარე ჩემი თავი, ისეთი, როგორიც ვარ. გიყვარდეთ თქვენი თავები და არავის გამო შეიცვალოთ, იგრძენით თავი კომფორტულად თქვენს სხეულში, ნუ მისცემთ სხვებს უფლებას გაგხადონ ისეთი, როგორიც მათ სურთ.
პ.ს. მორაგბე ვარ და არასდროს გენახოთ იმ ხალხის რეაქცია, როდესაც იგებენ, რომ რაგბის ვთამაშობ. ”გოგო ნაზი უნდა იყოს”, “გოგო ხარ თუ ქაჯი”, “დედაშენმა რაო”, “ბიჭებს აღარ მოეწონები”, “რო რამე იჩხუბებ” და ასეთი უამრავი ფრაზა, მაგრამ მე ძალიან ვამაყობ მორაგბე გოგო რომ ვარ და სპორტსმენი, ვცხოვრობ ჯანსაღად და მიყვარს ჩემი საქმე და ჩემი სხეული.”
ციფრული წიგნის სანახავად გადადით ბმულზე:
https://selflovestories.ge/

