ისრაელის სამხედრო ძალებმა, მასობრივი სისხლისღვრა მოაწყვეს რაფაში. დაბომბეს იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რაფაში, კარვებში ცხოვრობდნენ. დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი, ბევრი მათგანი ცეცხლის ნამსხვრევებშია მოყოლილი. დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება.
რაფადან გავრცელებული სასტიკი ფოტოებისა და ვიდეო მასალის მიხედვით, ადამიანები, მათ შორის ჩვილები, ცოცხლად დაწვეს თავიანთ კარვებში.
ბოლო 8 თვის განმავლობაში, ისრაელის განუწყვეტლივი დაბომბების გამო, ღაზაში მცხოვრები 2,3 მილიონი ადამიანიდან, ნახევარი იძულებით გადასახლდა რაფაში.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა თავდასხმები განახორციელა რაფაზეც, ახლა უკვე იქ ჩასახლებულ 800 000 პალესტინელს რაფას დატოვება მოუწია. ისრაელის მხრიდან განხორციელებული მასობრივი თავდასხმა რაფაზე მას შემდეგ მოხდა, რაც იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს უბრძანა, შეეწყვიტა სამხედრო შეტევა მშვიდობიან მოსახლეობაზე. ისრაელს სჯერა, რომ მას შეუძლია გააგრძელოს ეს გენოციდი, რადგან დარწმუნებულია, რომ არ დაისჯება.
მიუხედავად ამერიკელი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობისა, აშშ-ს მთავრობა, ისრაელისთვის იარაღისა და უწყვეტი ფინანსური დახმარებით, ღიად ხელს უწყობს გენოციდს.





