
ის, რაც აქციაზე წასასვლელად უნდა გაითვალისწინოთ❗️
1️⃣ გაიკეთეთ ნიღაბი და დამცავი სათვალე. ნიღაბი ხშირად გამოიცვალეთ;
2️⃣ ეცადეთ მოშორდეთ გაზის გავრცელების ადგილს;
3️⃣ თან იქონიეთ წყალი ან ფიზიოლოგიური ხსნარი. სპრეის ან გაზის გამოყენების შემთხვევაში, 5-15 წუთის განმავლობაში აუცილებლად ცივი წყლით გამოირეცხეთ თვალები, შესაძლოა ოდნავ აგეწვათ, მაგრამ ეს ბუნებრივია;
4️⃣ ჩაიცვით კომფორტულად, თუმცა აუცილებლად დაფარული გქონდეთ კანი მაქსიმალურად: ხელთათმანები, ქუდი, გრძელმკლავიანი ზედა, ყელიანი ფეხსაცმელი;
5️⃣ არ მოისრისოთ თვალები და ხშირად ახამხამეთ. ცრემლის წამოდენაც ეფექტურია;
6️⃣ არ გაიკეთოთ კონტაქტური ლინზები, თუმცა თუ მაინც გაიკეთებთ, გაზის გაშვების შემთხვევაში აუცილებლად სუფთა ხელებით მოიხსენით მაშინვე;
7️⃣ არ მოიქავოთ დაზიანებული არე და თუ ხვდებით, რომ სიმპტომები გაძლიერდა, მიმართეთ ექიმს;
8️⃣ სახლში მისვლისას დაბინძურებული ტანსაცმელი სასწრაფოდ გაიხადეთ და სხეული 10-15 წუთის განმავლობაში, გრილი წყლით უწყვეტად ჩამოიბანეთ;
9️⃣ გახსოვდეთ, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის სიმპტომები დროებითია და არ არის სასიკვდილო. მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პანიკას არ აყვეთ.
აქციაზე დაკავების შემთხვევაში, დაუკავშირდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უფასო სამართლებრივ დახმარებას გაგიწევენ.
ცხელი ხაზი: 577 07 05 63
#არარუსულკანონს
ფოტო: ABC News
