იცოდი, რომ მენსტრუალურ ჭიქაში გამონადენის გაცილებით დიდი რაოდენობა ეტევა, ვიდრე ტამპონსა ან საფენზე? და თან, ჭიქის შემთხვევაში, “გაჟონვის” საშიშროება თითქმის არ არსებობს.

თუ მენსტრუაციისას, სხვა ჰიგიენურ საშუალებებში ათიოდე ლარს ვხარჯავთ, მენსტრუალური ჭიქა მათ შორის ყველაზე ეკონომიურია. იგი მრავალჯერადია და გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ჩვენ მიერ გამოყენებული ასეულობით ტამპონი ან საფენი. თუ მისი გამოყენების წესებს სრულად დავიცავთ, დაახლოებით, 10 წელი შევძლებთ მის გამოყენებას.

რაც ყველაზე მთავარია, მენსტრუალური ჭიქის გამოყენებას უკუჩვენება არ აქვს. ყველაფერი ისეა, როგორც მენსტრუალური ჰიგიენის სხვა საშუალებების გამოყენებისას: პერიოდულად, ჭიქა უნდა გამოვიღოთ, დავცალოთ ჰიგიენურ პირობებში, და გავრეცხოთ.

გახსოვდეთ, რომ არჩევანი თქვენზეა. თქვენ წყვეტთ, რომელ ჰიგიენურ საშუალებას გამოიყენებთ მენსტრუაციის დროს, თუმცა მენსტრუალური ჭიქის გამოყენებით დაზოგავთ როგორც ფულს, ასევე ენერგიას და თან, გაუფრთხილდებით გარემოს. დაფიქრებად ნამდვილად ღირს.

რუბრიკის წარმდგენია VELI.store

აღმოაჩინე ყველაფერი სექსუალური ჯანმრთელობისთვის VELI.store-ზე.