კრის შაროუნ-დეფორჯი და პოლ დეფორჯი, დაუნის სინდრომის მქონე წყვილია, რომლებმაც 2018 წლის 13 აგვისტოს ქორწინების 25 წლისთავი აღნიშნეს.

კრისმა პოლი 1988 წელს, ცეკვაზე გაიცნო და მალევე მიხვდა, რომ პოლი ის მამაკაცი იყო, ვისთან ერთადაც მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება სურდა. “პოლს თვალებში ჩავხედე და ჩემი მომავალი დავინახე” – ამბობს კრისი.

ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, დაქორწინება გადაწყვიტეს. პოლი იხსენებს: “მე შევთავაზე ცოლობა, ყურში ჩავჩურჩულე – გამომყვები ცოლად? მან კი დიდი, ლამაზი თვალებით შემომხედა და თავი დამიქნია. ასე დაიწყო ჩვენი თავგადასავალი”.

პოლი დემენციის გართულებული მდგომარეობის გამო, 56 წლის ასაკში მათი 25 წლის იუბილედან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.