
ლანა ღოღობერიძე – ქართველი კინორეჟისორი და 9 აპრილის მანიფესტაციის მონაწილე #FemWiki
ლანა ღოღობერიძე 1958 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” დამდგმელი რეჟისორია, კინოსტუდია “დროში” კი – სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი ცნობილი ფილმებია: “მე ვხედავ მზეს”, “როცა აყვავდა ნუში”, “გელათი”. მოგებული აქვს პრიზები ტოკიოს, კანის, ჟენევის, პარიზის, ვენეციის, ბერლინის კინოფესტივალებზე.
ლანა გამოირჩეოდა ლიტერატურული მოღვაწეობითაც. იგი ავტორია მონოგრაფიისა უოლტ უიტმენის შესახებ. ნათარგმნი აქვს პასტერნაკის, ახმატოვას, ვერლენისა და სხვათა ლექსები.
საინტერესოა, რომ კინოსა და ლიტერატურის გარდა ლანა წარმატებული იყო პოლიტიკურ და დიპლომატიური საქმიანობაშიც. იგი გახლდათ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, სრულუფლებიანი ელჩი ევროპის საბჭოში, ხოლო 2004 წელს საქართველოს ელჩად დაინიშნა საფრანგეთში.
ლანა თვითმხილველია 9 აპრილის მოვლენებისა. იგი ამბობს, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი ბრბო არ ყოფილა, რადგან, მისი აზრით, მონაწილეებში აშკარად ჩანდა ინდივიდუალიზმი და თავისუფალი არჩევანი.
