“ლოლას ჩვილობის პერიოდი ყველაზე განსხვავებული და ემოციური იყო. ახლაც ხომ დედა ვარ და ახლაც სულ სხვა ცხოვრება მაქვს, ვიდრე ლოლამდე, მაგრამ მისი ჩვილობის ეტაპი ჩემთვის ერთგვარი მეტამორფოზა იყო. რძე თავისით მომდიოდა, ბავშვი ტიროდა – ამაზე ვგიჟდებოდი ხოლმე. ჩემს ორგანიზმში ჰორმონების თამაშს ვგრძნობდი და თან ვფიქრობდი, როგორი ლამაზია ეს ყველაფერი. ჩემი ავტოპორტრეტების სერიაც სწორედ ამ ესთეტიკურობის, სიყვარულის, დედისა და ჩვილის კავშირის დადასტურებაა. სირთულეებთან ერთად, დედობის ეს ეტაპი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის”.
ფოტოგრაფი : Tamara Zamtaradze





