
მაკურნებელი მცენარეების ვორქშოფი აქტივისტებისთვის ჩვენთან, GrlzWave-ის ჰაბში.
ვორქშოფზე ვისაუბრებთ იმ მცენარეებზე, რომლებიც ხელს უწყობენ მენსტრუალური ტკივილის შემსუბუქებას, ამშვიდებენ სხეულს და ნერვულ სისტემას; გავეცნობით მათ სამკურნალო თვისებებს, გამოყენების ფორმებსა და ისტორიას. ასევე, ვორქშოფზე დახვდებათ პატარა სიურპრიზი. ვორქშოფის ბოლოს კი, თითოეული მონაწილე მოამზადებს საკუთარ მცენარეულ ნაკრებს, რომელსაც თან წაიღებს.
ვორქშოფი ჩატარდება 12 მაისს, 19:00 საათზე, GrlzWave-ის ჰაბში. დასწრება თავისუფალია, თუმცა რაოდენობა შეზღუდული. რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/28yoc62H5tV5GLQUA
მისამართი: ბესიკის მოედანი 5, რესტორან “მადრეს” შემოსასვლელი.
