მარტი ქალების თვეა და გვინდა, ის ქალები გავიხსენოთ, ვინც თავისი სიტყვითა და საქმით იბრძოდა უფლებების, თანასწორობისა და გაძლიერებისთვის. მათ შორისაა მარიამ გარიყული.

მე-20 საუკუნის მწერალი, პუბლიცისტი და მსახიობი მარიამ გარიყული თავის ნაშრომებსა და ნაწარმოებებში იმდროინდელი ქალების მდგომარეობაზე ყვებოდა და საზოგადოებას არწმუნებდა მათი როლის გაძლიერების საჭიროებაში, როგორც ოჯახში, ასევე სოციალურ ცხოვრებაში; ხსნიდა, როგორ შეიძლება გახდეს სიღარიბე ქალთა დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების მიზეზი.

“ქალებო გახსოვდეთ, რომ მარტო კუჭის საკითხი არა კმარა, საჭიროა სულიერი ცხოვრებაც, და უკანასკნელს კი ყველა ერთნაირად მოკლებული ვართ ბურჟუაც და თუ მუშა ქალებიც. აი, ჩვენი საერთო საგანი! და დეე ჩვენი ადამიანური პიროვნების აღდგენის სურვილმა შეგვაერთოს ჩვენ განურჩევლათ კლასთა და მიმართულებისა” – წერდა ის.

მარიამ გარიყულის მოღვაწეობიდან საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ქალებს დღესაც უწევთ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა, რათა ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური ნორმების ფონზე, ჩაგვრის სამიზნეები არ გახდნენ.

#უფლებები
#თანასწორობა
#გაძლიერება

ყველა ქალს და გოგოს!

_______

March is women’s month and we want to remember the women who have been fighting for rights, equality and empowerment with their words and efforts, including Mariam Garikuli.

Writer, publicist and actress of the 20th century, Mariam Garikuli spoke about the conditions of women of her time and assured the society in the need for empowering women in household as well as in social life; explained how poverty can lead to discrimination against women and sexual harassment.

“Women, remember that a full stomach alone is not enough, but inner life is also necessary, which we all lack – the bourgeoisie and the working class women. This is the issue that unites us! And let the will to restore our human face unite us despite the classes and directions” – she wrote.

A century after Mariam Garikuli’s efforts, women still have to fight for their rights and freedom to avoid becoming the targets of oppression amid the deeply rooted patriarchal norms.

#Rights
#Equality
#Empowerment

For all women and girls!