მარტი ქალების თვეა და გვინდა ის ქალები გავიხსენოთ, ვინც თავისი სიტყვითა და საქმით იბრძოდა უფლებების, თანასწორობისა და გაძლიერებისთვის. მათ შორისაა ბარბარე ჯორჯაძე.

კულინარიით განთქმული ბარბარე ჯორჯაძე 12 წლის ასაკში გაათხოვეს, მაგრამ მიუხედავად ადრეული ქორწინებისა, როგორც პუბლიცისტი, პოეტი, დრამატურგი და ქალთა უფლებების დამცველი, ის ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ წერდა განათლების, თანასწორობის, ქალთა თვითგამოხატვისა და მათი საჯარო სივრცეში ყოფნის აუცილებლობაზე.

ქართული ფემინიზმის მანიფესტად მიიჩნევა ბარბარეს წერილი, „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“, სადაც ის ქართველ ქალთა დაჩაგრულ მდგომარეობაზე საუბრობს, ამის მთავარ მიზეზად კი, განათლების მიღების საშუალების არქონას მიიჩნევს.

“დღეს კი სხვა ქვეყნებიდან ჩვენშიაც შემოვიდა ახალი დრო განათლებისა და აყვავებისა; ახლა მაინც ჩვენმა კაცებმაც დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა” – წერდა ის.

ბარბარე ჯორჯაძის ფემინისტური მანიფესტიდან 2 საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვა დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუმცა ეს ბრძოლა წარმოუდგენელი იქნებოდა მისი ძალისხმევის გარეშე.

#უფლებები
#თანასწორობა
#გაძლიერება
ყველა ქალს და გოგოს!

_______

March is women’s month and we want to remember the women who have been fighting for rights, equality and empowerment with their words and efforts, including Barbare Jorjadze.

Famous with her culinary, Barbare Jorjadze got married at 12, but despite her early marriage, as a publicist, poet, dramatist and women’s rights defender, she wrote about importance of education, equality, women’s self-expression and the necessity of their participation in social life.

Barbare’s letter – “A few words for young men” – where she focuses on the oppression of Georgian women due to lack of access to education, is considered as the manifesto of Georgian feminism.

“Today, the new light of education and prosperity has reached us from other countries; maybe now, our young men would stop arrogance and envy, give their sisters [opportunity] for equal education and direction, so that they could also join in and hold modern women accountable” – she wrote.

Two centuries after Barbare Jorjadze’s manifesto, gender equality and women’s empowerment remains an important challenge. But this fight would not have been possible without her efforts.

#Rights
#Equality
#Empowerment
For all women and girls!