მაშინ, როდესაც ქვეყანა სავსეა მოძალადეებით, მათე დევიძეს ჯოხის მოქნევის გამო, რომელსაც რეალური ზიანი არავისთვის მიუყენებია, 4.6 წელი მიუსაჯეს.

მოწმე პოლიციელი თავადვე ამბობს, რომ მხოლოდ პატარა სიწითლე აღენიშნებოდა. მოწმის ინფორმაციით, ექიმს არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია, რადგან მას რეალური ტკივილი და დაზიანება არ მიუღია.

21 წლის მათეს, რომელიც თელავიდან თბილისში დადიოდა აქციებზე, 2 ღამე ჰქონდა გათენებული მელიქიშვილზე, როდესაც გაფრთხილების გარეშე პოლიციამ მოქალაქეებზე ძალადობა და დაკავება დაიწყო.

მათეს თავისი გიტარა ენატრება, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა კი ის ციხეში გამოსაკეტად გაიმეტა.

“მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის ცემაში პასუხისმგებელი არ არის მიცემული პასუხისგებაში, ჩვენ გვწირავთ იმიტომ, რომ […]. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებულები, ჩვენ უსამართლობას დავუდექით პირისპირ.” – მათე დევიძე.