
მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდი, შეგვიძლია ახალ ისტორიად ჩავთვალოთ, რომლის შესახებაც საზოგადოებაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნაკლებად საუბრობენ. ისტორიის სახელმძღვანელოებში ფაქტობრივად არ არის საუბარი იმ პერიოდზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ გამოიარა. მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარმა ცვლილებებმა, სამხედრო გადატრიალებამ, სამოქალაქო ომმა, ეკონომიკურმა რყევებმა და სრულმა დესტაბილიზაციამ, საქართველოს განვითარებასა და მომავალს საფრთხე შეუქმნა.
ის, რაც დღევანდელ საქართველოში ხდება, წარსულში მომხდარი რყევების, ხშირად წინდაუხედავობისა და რუსეთის მუდმივი აგრესიის შედეგია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საქართველოს ეს ეტაპი კარგად გვქონდეს გააზრებული, რომ არასდროს დადგეს ის პერიოდი, როცა საქართველო იმ მდგომარეობას დაუბრუნდება.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ თემაზე ვისაუბროთ. 27 მარტს, 19:00 საათზე, გელოდებით GrlzWave-ის ჰაბში, გიორგი ჯავახიშვილთან შესახვედრად, რომელიც ისაუბრებს საქართველოს მდგომარეობაზე მე-20 საუკუნის ბოლოს.
დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილები შეზღუდული. რეგისტრაციისთვის აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/oVgamVZqLafx5qZc7
მისამართი: ბესიკის მოედანი 5, რესტორან “მადრეს” შემოსასვლელი.
