მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროგრამისტების საერთაშორისო კონფერენციაზე, Web Summmit-ზე, ქართულმა სტარტაპმა Theneo-მ გაიმარჯვა, რომლის დამფუძნებელიც ანა რობაქიძეა.

Theneo 1000-ზე მეტი სტარტაპიდან შეირჩა 110 სხვადასხვა სტარტაპთან ერთად, გამარჯვებული კი მონაწილეთა კენჭისყრით, ოფიციალური აპლიკაციის საშუალებით გამოვლინდა.

Theneo ხელოვნურ ინტელექტზე შექმნილი პლატფორმაა, რომელიც ვებდეველოპერებსა და კომპანიებს API დოკუმენტაციას სთავაზობს.