ნინი ბოჭორიძე, 21 წლის

მოკლედ გეტყვით ჩემს შესახებ, მე ვარ ახალგაზრდა გოგო თელავიდან, რომელიც წლებია აქტივიზმშია, სწავლობს და უყვარს თავისი ქალაქი. სკოლის ასაკიდანვე მაბულინგებდნენ ჩემი წონის გამო, რომ არ ვიყავი თხელი და ფარფატა, მიუხედავად ამისა, არ დამიწყია უაზრო დიეტები, იმის მტკიცება, რომ იცით რა, მაცადეთ და გავხდები, ყველა ჯერზე, როდესაც დიალოგში შევდიოდი ჩემს თავთან ჩემი მომავლის და წონის შესახებ, საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ იმაზე უკეთესი ვარ ვიდრე საზოგადოებას გონია.

მიუხედავად ამისა, დღემდე მესაუბრებიან, თუ როგორ მომიხდება წონის კორექცია და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი(ც) კარგი ხარ, მაგრამ მაინც დაიკლო ჯობია…

ბავშვობაში მახსოვს მეუბნებოდნენ – ‘’იჰჰ შენ ერთი პუტკუნა ბიჭი მოგიხდება.’’ უკვირდათ, რომ ვცეკვავდი და ხშირად მეკითხებოდნენ მიყვარდა თუ არა მწვადი, ხინკალი და მსგავსი კერძები. რომ ვპასუხობდი – არა მეთქი, ,,ვაჰ მაშ რა გასუქებსო“ მეუბნებოდნენ.

წონის შემდეგ ჩემს ცხვირს მიადგნენ, რომელიც ბავშვობაში დამიზიანდა და გამრუდებულია, ამის გამო მიჭირდა კამერებთან პოზირება, ხალხში გამოსვლა და სხვა, მაგრამ აქაც საკუთარ თავთან ლაპარაკი მშველიდა.

სხვა, მაგრამ აქაც საკუთარ თავთან ლაპარაკი მშველიდა. ბოლოს კი დაიწყო შემდეგი ეტაპი, ჩემი როგორც აქტივისტი გოგოს ჩაგვრა. გოგოსი, რომელიც არ ცნობს სტანდარტებს, ისნტიტუტებს და პიროვნებებს. ყველგან ყოველთვის ვებრძოდი ჩაგვრას, ძალადობას, უგულებელყოფას.

საპასუხოდ კი, იარლიყები ავიწებე, შემდეგი ფრაზებით: ,,გათხოვდები და მაშინ დააფასებ კაცის ძალას“ (კაცთმოძულე), ,,ლჭპტ დამცველი“, ,,ფემინისტი“ (რომელიც სალანძღავადაც გამოიყენება) და სხვა…

ხისტი პოლიტიკა ნამდვილად შველის, ყველას საკადრის პასუხს ვცემდი, ყველგან სადაც შემიძლია ვსაუბრობ და ვმუშაობ ამ საკითხებზე. საბოლოოდ, მე შინაგანად ვარ თავისუფალი, ლაღი და მიყვარს ჩემი თავი. შეიყვარეთ საკუთარი თავები, იბრძოლეთ როგორც შეგეძლებათ.

წიგნის სანახავად გადადით ბმულზე: https://selflovestories.ge/