
ნუ დაიჯერებთ სალონებისა, თუ სხვადასხვა დაწესებულების მიერ გარეკლამებულ პოსტებს სოლარიუმის უვნებლობის შესახებ.
❗ სოლარიუმით მიღებული უსაფრთხო რუჯი არ არსებობს;
❗სოლარიუმი ულტრაიისფერ სხივების
6-ჯერ უფრო ძლიერად ასხივებს, ვიდრე შუადღის ზაფხულის მზე;
❗ სოლარიუმის რუჯი არ იცავს თქვენს კანს მზისგან. თუ სოლარიუმში უკვე მიიღეთ რუჯი, თქვენი კანი მაინც შეიძლება დაზიანდეს და დაიწვას მზის ბუნებრივი ულტრაიისფერი გამოსხივებითაც;
❗ ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება ზრდის ავთვისებიანი მელანომის, კანის კიბოს ყველაზე სერიოზული ფორმის, განვითარების რისკს. ულტრაიისფერმა სხივებმა ასევე შეიძლება დააზიანოს თვალები, გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა გაღიზიანება, კონიუნქტივიტი ან ასაკთან დაკავშირებული კატარაქტა;
❗შესაძლოა გსმენიათ, (და, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ რეკლამას შეხვდებით მსგავსი შინაარსით) რომ სოლარიუმის მოხმარებისას თქვენი ორგანიზმი დიდი რაოდენობით D ვიტამინს გამოიმუშავებს. ეს ტყუილია! სოლარიუმში გამოყენებული ნათურები ძირითადად ასხივებენ UVA სინათლეს; თუმცა, თქვენს სხეულს UVB შუქი სჭირდება D ვიტამინის შესაქმნელად.
არასდროს არის გვიან, უარი თქვათ სოლარიუმზე. როგორც კი ამას გააკეთებთ, თქვენი სხეული ულტრაიისფერი სხივების მიერ გამოწვეული ზიანის აღდგენას ნელ-ნელა დაიწყებს.
და თუ სოლარიუმს საერთოდ არ იყენებთ, გახსოვდეთ, რომ მზეზე მიღებული რუჯიც არ არის უსაფრთხო. თუ გინდათ, დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანსაღი კანი და ყველაზე მნიშვნელოვანი – ჯანმრთელობა, ატარეთ ყოველდღიურად მზისგან დამცავი.
