პაპ-ტესტის ჩატარება მნიშვნელოვანია ყველა ქალისთვის სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ; პაპ-ტესტი უნდა ჩაიტაროს აბსოლუტურად ჯანმრთელმა და სიმპტომების არმქონე ქალებმაც. კვლევის მთელი აზრიც ხომ ის არის, რომ სანამ სიმპტომები გაჩნდება, მანამდე აღმოვაჩინოთ დაზიანება.

საქართველოში 25 წლიდან ყველა ქალისთვის პაპ-ტესტის ჩატარება სრულად უფასოა. გამოკვლევა ტარდება ეროვნულ სკრინინგ ცენტრში.

ილუსტრაცია: jannedaba