
პირველად, 119 წლიანი ისტორიის მანძილზე, ერთდროულად ორმა ქალმა მეცნიერმა აიღო ნობელის პრემია ქიმიის დარგში.
#femfact
ემანუელ შარპენტიემ და ჯენიფერ დუდნამ გენის შესაცვლელი უნიკალური მეთოდი შეიმუშავეს, რომელსაც კომისიამ “გენეტიკური მაკრატელი” უწოდა. მათი შეფასებით, ამ ტექნიკის დახმარებით, შესაძლებელია სიმსივნის ახალი თერაპიების შექმნა და მემკვიდრეობითი დაავადებებისგან განკურნების შანსების გაზრდა.
აღნიშნულმა მოვლენამ, იმ ქალი მეცნიერების რაოდენობა, რომლებსაც ქიმიის დარგში ნობელის პრემია აქვთ მიღებული, 7 მდე გაზარდა.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
