პირველი ქალი ტატუს ოსტატი – მოდ ვაგნერი #FemWiki

მოდ ვაგნერმა კარიერული მოღვაწეობა ცირკში, აკრობატად დაიწყო. სწორედ იქ გაიცნო თავის მომავალი ქმარი და მასწავლებელი, ტატუს ოსტატი გას ვაგნერი. მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ტატუ მხოლოდ კაცებთან ასოცირდებოდა, ვაგნერი ტატუს პირველი ოსტატი ქალი გახდა და დაამტკიცა რომ ქალებს არანაკლებ კარგად შეეძლოთ ამ საქმის შესრულება.

‍ ტატუებით დაფარულ სხეულზე უამრავი ნამუშევარი თავისივე ხელით, ნემსითა და საღებავით იყო შესრულებული.