
“პოლონეთში ცხოვრების მეშინია” – დაწერა ქალმა პლაკატზე, რომელიც შაბათს საღამოს აპროტესტებდა აბორტზე კანონს ლუბლინში.
#FemFacts
ის იყო ათიათასობით ადამიანიდან ერთ-ერთი, რომლებიც პოლონეთის ქალაქების ქუჩებში გამოვიდნენ გასაპროტესტებლად და გლოვობდნენ ქალის გარდაცვალებას, რომელსაც აქტივისტები მიიჩნევენ ქვეყანაში აბორტის თითქმის სრული აკრძალვის პირველ მსხვერპლად.
30 წლის იზაბელა სექტემბერში სეპტიცემიით გარდაიცვალა პოლონეთის საავადმყოფოში. სკანირებამ ადრევე აჩვენა ნაყოფში მრავალი დეფექტი, მაგრამ ექიმებმა უარი განაცხადეს ორსულობის შეწყვეტაზე, სანამ ნაყოფს ჯერ კიდევ ჰქონდა გულისცემა.
იზაბელას ოჯახის ადვოკატის თქმით, ნაყოფი მოგვიანებით მის საშვილოსნოში მოკვდა. ექიმებმა შემდეგ გადაწყვიტეს საკეისრო კვეთის ჩატარება, მაგრამ იზაბელასთვის უკვე ძალიან გვიანი იყო.
“მისი (იზაბელასი) გულიც სცემდა” – იკითხება საპროტესტო აქციის ბანერებზე.
გავრცელებული ინფორმაციით საავადმყოფომ განაცხადა, რომ “ყველა სამედიცინო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პოლონეთში მოქმედი სამართლებრივი დებულებებისა და ქცევის სტანდარტების შესაბამისად”. პარასკევს, საავადმყოფომ იზაბელას ყოფნის პერიოდში მორიგე ორი ექიმი დაითხოვა.
პოლონეთის მთავრობის განცხადებით, იზაბელას სიკვდილს არანაირი საერთო აქვს ახალ კანონთან.
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ წელს დაადგინა, რომ აბორტები, რომლებიც გაკეთდა შეუქცევადი თანდაყოლილი შეზღუდული შესაძლებლობების გამო, მათ შორის დაუნის სინდრომისა და ნაყოფის დეფექტის გამო, კონსტიტუციით უკანონო იყო. დადგენილებამ, რომელიც იანვარში შევიდა ძალაში, გაამკაცრა უკვე ისედაც მკაცრი შეზღუდვები აბორტზე.
